ფრედის ლამაზი გოლით "იუნაიტედმა" იმარჯვა! [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, პრემიერლიგის მე-15 ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

რალფ რანგნიკის შეგირდები მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ერთადერთი გოლი კი 77-ე წუთზე ფრედმა გაიტანა. ბრაზილიელმა საჯარიმოს მისადგომებიდან მშვენიერი დარტყმით "წითელ ეშმაკებს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ამრიგად, "იუნაიტედი" 15 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, მე-16 ტურის მატჩს კი 11 დეკემბერს, "ნორვიჩის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"კრისტალ პალასი" 16 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 12 დეკემბერს, "ევერტონის" პირისპირ გამართავს.


"ტოტენჰემმა" "ნორვიჩს" უმასპინძლა
და 3:0 დაამარცხა.

"მამლებმა" ანგარიში მე-10 წუთზე ლუკას მოურას გოლის წყალობით გახსნა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა მეტოქის კარის აღება კიდევ ორჯერ შეძლეს. თავი დევინსონ სანჩესმა (67) და სონმა (77) გამოიჩინეს.

ამრიგად, "ტოტენჰემი" 25 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურის მატჩს კი 12 დეკემბერს, "ბრაიტონის" პირისპირ ჩაატარებს.

"ნორვიჩი" 10 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი (11 დეკემბერს) "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული