პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ინგლისურმა გრანდებმა შეხვედრები გამართეს.
"მანჩესტერ სიტიმ" " ვულვზს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი რაჰიმ სტერლინგმა 66-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.
16 ტურის თავზე "ქალაქელები" 38 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 15 დეკემბერს, "ლიდს იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავენ.
"ვულვზი" 21 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს იმავე 15 დეკემბერს, "ბრაიტონთან" ჩაატარებს.
"არსენალმა" "საუთჰემპტონს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
"მეთოფეებმა" პირველი ტაიმი ალექსანდრ ლაკაზეტისა (21) და მარტინ ოდეგორის (27) გოლების
წყალობით მოიგეს, საბოლოო ანგარიში კი გაბრიელ მაგალაესმა 62-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, ლონდონელები 26 ქულით მე-6 ადგილს იკავებენ, მომდევნო შეხვედრას 16 დეკემბერს, "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ გამართავენ.
"წმინდანები" 16 ქულით მე-16 ადგილს იკავებენ, მომდევნო მატჩს კი 15 დეკემბერს, "კრისტალ პალასთან" ჩაატარებენ.
"ჩელსიმ" "ლიდს იუნაიტედს" უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში 3:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა, გოლები რაფინიამ (28) და მეისონ მაუნტმა (42) გაიტანეს.
მეორე ნახევარში, კერძოდ 58-ე წუთზე "არისტოკრატები" ჟორჟინიომ პენალტის ნიშნულიდან დააწინაურა.
სტუმრებმა წონასწორობა 83-ე წუთზე ჯო გელარდტის გოლის წყალობით აღადგინეს. თითქოს და მასპინძლები მნიშვნელოვან ქულებს კარგავდნენ, თუმცა 90+4 წუთზე ანტონიო რუდეგირს წაქცევისთვის მსაჯმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც იტალიელმა გოლად აქცია და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
ამრიგად, "ჩელსი" 36 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 16 დეკემბერს, "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავს.
"ლიდსი" 16 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ ტურში (15 დეკემბერს) "მანჩესტერ სიტის" ესტუმრება.
სტივენ ჯერარდი "ენფილდის" მოედანზე ამჯერად "ასტონ ვილას" მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. ლეგენდარული ინგლისელი ნახევარმცველის გუნდი მერსისაიდელებთნ 0:1 დამარცხდა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
"ლივერპული" 37 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 17 დეკემბერს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს.
"ასტონ ვილა" 19 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს 14 დეკემბერს, "ნორვიჩთან" ჩაატარებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ნორვიჩს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.
"წითელი ეშმაკების" რიგებიდან ერთადერთი გოლის ავტორი კრიშტიანო რონალდო გახლდათ, პორტუგალიელმა თავი 75-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გამოიჩინა.
ამრიგად, "იუნაიტედი" 27 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 14 დეკემბერს, "ბრენტფორდის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ნორვიჩი" ბოლო, მე-20 პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას იმავე 14 დეკემბერს, "ასტონ ვილასთან" გამართავს.