პრემიერლიგის მე-17 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ლიდს იუნაიტედს" უმასპინძლა და 7:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი ფილ ფოდენის (8), ჯეკ გრილიშისა (13) და კევინ დე ბრუინის (32) გოლებით მოიგეს.
მეორე ნახევარში "ქალაქელები" კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა. 49-ე წუთზე რიად მაჰრეზმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა. 62-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა დუბლის შესრულება მოახერხა, დარჩენილი ორი გოლი კი ჯონ სტოუნსისა (74) და ნათან აკეს (78) ანგარიშზეა.
ამრიგად, "სიტი" 41 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს.
"ლიდსი" 16 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურში (18 დეკემბერს) კი "არსენალს" საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.