"მანჩესტერის" თავდამსხმელმა რონალდომ თავისი გუნდის ყოფილ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობაზე ისაუბრა:
"ეს რთულია, გესმით. წარმოიდგინეთ, რომ 18 წლის ხართ, "სპორტინგიდან" მიხვედით და ვარსკვლავებთან თამაშობთ: გიგზთან, სკოულზთან, კინთან, სოლსკიაერთან. ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ სერი ურთიერთობით ძალიან დამეხმარა.
ხანდახან ოფისში თარჯიმანთან ერთად მიმიხმობდა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია იმის მოყოლა, რაც ადამიანად და ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარა. პირველივე დღიდან რაც მითხრა, ყველაფერი გაკეთდა. ამიტომ მას ძალიან ვაფასებ. ყოველთვის ვამბობ, რომ ის ჩემი საფეხბურთო მამაა".