პრემიერლიგის მე-18 ტურში "ტოტენჰემმა" "ლივერპულს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
ანგარიში მასპინძლებმა მე-13 წუთზე გახსნეს. თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა. შემდეგ მერსისაიდელები გააქტიურდნენ და 35-ე და 69-ე წუთებზე დიეგო ჟოტასა და ენდრიუ რობერტსონის მიერ გატანილი გოლების წყალობით დაწინაურდნენ.
საბოლოო ანგარიში 74-ე წუთზე სონმა დააფიქსირა.
უნდა ითქვას, რომ მატჩი უხეში გამოდგა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა პოლ ტირნიმ 8 ფეხბურთელს 8 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.
ამრიგად, "ლივერპული" 41 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 26 დეკემბერს, "ლიდსის" წინააღმდეგ გამართავს.
"მამლები" 26
ქულით მე-7 პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში (იმავე 26 დეკემბერს) "კრისტალ პალასს" უმასპინძლებენ.
"მანჩესტერ სიტი" "ნიუკასლს" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა.
ანგარიში რუბენ დიასმა გახსნა, პორტუგალიელმა მცველმა თავი მე-5 წუთზე გამოიჩინა.
მეორე გოლი 27-ე წუთზე ბრწყინვალე შორეული დარტყმით გაიტანა, დარჩენილი ორი ბურთი კი რიად მაჰრეზისა (64) და რაჰიმ სტერლინგის (86) ანგარიშზეა.
"სიტი" 44 ქულით გათამაშების ლიდერია, მომდევნო მატჩს კი 26 დეკემბერს, "ლესტერის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"კაჭკაჭები" 10 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში (28 დეკემბერს) კი "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.