ორი კურიოზული გოლი და "ჩელსიმ" "ტოტენჰემთან" დიდი უპირატესობა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 5 იანვარს, ინგლისში EFL-ის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა "ჩელსისა" და "ტოტენჰემს" შორის გაიმართა. მატჩი "არისტოკრატების" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

მასპინძლებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს - ერთი გოლი კაი ჰავერცის (5) ანგარიშზეა, მეორე გოლი კი (34-ე წუთი) კურიოზული გამოდგა, ტანგანგას მიერ მოგერიებული ბურთი ბენ დევისს თავში მოხვდა და კარში შევარდა.

ამრიგად, EFL თასის ნახევარფინალურ სტადიაზე "ლურჯები" დაწინაურდნენ, განმეორებითი შეხვედრა კი 12 იანვარსაა ჩანიშნული.

დღეს, 6 იანვარს, უნდა ჩატარებულიყო მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს "არსენალი" და "ლივერპული" უნდა შეხვედროდნენ, თუმცა
მატჩი გადაიდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული