"პარიზიენის" ცნობით, ზაფხულში "მანჩესტერს" პსჟ-ის მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო ჩაიბარებს.
გამოცემის მტკიცებით, "მანჩესტერისთვის" პოჩეტინიო მწვრთნელის პოსტზე პრიორიტეტული კანდიდატია და მხარეებმა თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას.
პოჩეტინიო პსჟ-ს გასული წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში. მას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.