სენსაცია! "არსენალი" "ნოტინგემთან" კარში დაურტყმელად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის FA CUP-ის მე-3 რაუნდში "ნოტინგემმა" "არსენალი" 1:0 დაამარცხა და მე-4 ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ლონდონელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა კარის ჩარჩოში ერთხელაც ვერ დაარტყეს. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ლუის გრაბანმა 83-ე წუთზე გაიტანა.

ამრიგად, "არსენალი" FA CUP-ს დაემშვიდობა,  "ნოტინგემი" კი "ლესტერს" 5 თებერვალს უმასპინძლებს.


შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა "ლივერპულმაც", მერსისაიდელებმა "შრიუსბერის" უმასპინძლეს და 4:1 დაამარცხეს.

სტუმრებმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნეს. თავი დანიელ უდომ გამოიჩინა. შემდეგ იურგენ კლოპის შეგირდები გააქტიურდნენ. 34-ე წუთზე კაიდე გორდონმა
წონასწორობა აღადგინა, 44-ე წუთზე კი ფაბინიომ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში რობერტო ფირმინომ (78) და ფაბინიომ (90+3) თითო-თითო გოლი გაიტანეს და მატჩიც აუღელვებლად მოიგეს.

"ლივერპული" მე-4 რაუნდის შეხვედრას 5 თებერვალს, "კარდიფის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული