კვირას, 9 იანვარს, ინგლისის FA თასის მე-3 წრეში, "ნოტინგემმა" "არსენალი" 1:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
"მეთოფეების" მარცხს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა როი კინი გამოეხმაურა.
"ეს ყველაფერი სისულელეა. გამოიყურებიან, როგორც მადრიდის "რეალი" და თამაშობენ, როგორც პაბის (Pub) გუნდი. მოქნილობა და სწრაფი გადაწყვეტილებები აკლიათ, ვერაფერი ღირებული ვერ წარმოადგინეს. "არსენალმა" დაიმსახურა ის, რაც მიიღო. ეს მათთვის დიდი მარცხია", - განაცხადა როიმ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით