"ატლეტიკო მინეიროს" შემტევი, დიეგო კოშტა შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.
Goal.com-ის თქმით, "არსენალი" 33 წლის ფეხბურთელით ინტერესდება, "მეთოფეები" მზად არიან ესპანელთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყონ, შეგახსენებთ, შემტევით "კორინთიასიც" ინტერესდება.
შეგახსენებთ, თავდამსხმელი დიდი ალბათობით "ატლეტიკო მინეიროსთან" კონტრაქტს გაწყვეტს. "ფურია როხას" ფორვარდმა ამ სეზონში 15 შეხვედრა გამართა და 4 გოლიც გაიტანა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით