"სიტიმ" "ჩელსის" სძლია და 13 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 22-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ჩელსი".

გოლი 70-ე წუთზე კევინ დე ბრიუინმა გაიტანა.

"სიტიმ" ჩემპიონატზე ზედიზედ 12 გამარჯვება იზეიმა, სერია 6 ნოემბრის შემდეგ გრძელდება, 56 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ჩელსის" 13 ქულით უსწრებს და 22 იანვარს სტუმრად "საუთჰემპტონს" შეხვდება.

"ჩელსიმ" მთელი მატჩის განმავლობაში კარში ერთხელ დაარტყა, 4 დეკემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე მისი წაუგებელი 11-მატჩიანი სერია.

"ლივერპული" "ქალაქელებს" 14 ქულით ჩამორჩება, მაგრამ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 53 319 მაყურებელი
მანჩესტერ
სიტი - ჩელსი 1:0
გოლი: დე ბრუინი (70)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ პრემიერ ლიგას ცალი ფეხით, რომ იგებს პეპი გავიგეთ, მარა ლიგა თუ არ დადო ნელ-ნელა ფასი ეკარგება ამ მოგებებს.
რრრ
21:50 15-01-2022
8

myquiz

სიახლეები პოპულარული