"ბარსელონა" დემბელეთი იმადგაცრუებულია და მისი გაყიდვა უნდა

AutoSharing Option
24 წლის შემტევი უსმან დემბელე ზაფხულამდე "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს აცხადებს და ამ სეზონში აღარ ათამაშებენ, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

დემბელე ვალდებული იქნება გუნდთან ერთად ივარჯიშოს და სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენა, ბუნებრივია, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ არ აწყობს, ვინაიდან საფრანგეთის ნაკრებში მოხვედრის შანსი შეუმცირდება.

კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონამ" დემბელეს 20 მილიონ ევროდ შეძენა "მანჩესტერსა" და "ნიუკასლს" შესთავაზა. თავად დემბელე კარიერის პრემიერლიგაში გაგრძელების წინააღმდეგი არაა.

ამ სეზონში დემბელემ ლა ლიგის 6 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენ რუსებს ვაგინებთ,ქართველი ტალანტების მიმართ,მსგავსი ქმედების გამო
სოსო
13:43 18-01-2022
0

სიახლეები პოპულარული