გაბრაზებული რონალდო და ახალგაზრდა შვედის სადებიუტო გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბრენტფორდს" ესტუმრა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლო ფრით დასრულდა. ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა - შვედეთის ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ფორვარდმა ენტონი ელანგამ "წითელი ეშმაკები" დააწინაურა. ეს ამ კლუბის მაისურით მისი სადებიუტო გოლი იყო. მალევე, 62-ე წუთზე, გრინვუდმა ბრუნო ფერნანდესის კიდევ ერთი შედეგიანი პასი გამოიყენა და ანგარიში გაზარდა. 77-ე წუთზე პორტუგალიელმა ამჯერად მარკუს რაშფორდს გაატანინა, რომელიც შეხვედრაში კრიშტიანო რონალდოს ნაცვლად ჩაერთო. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მოედანი რალფ რანგნიკზე გაბრაზებულმა დატოვა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში 85
-ე წუთზე დაფიქსირდა - პრესტიჟის გოლი ტონეიმ გაიტანა.

"იუნაიტედს" 35 ქულა აქვს, მე-7 ადგილს იკავებს და 22 იანვარს "ვესტ ჰემს" უმასპინძლებს. 23 ქულის მქონე "ბრენტფორდი" ამავე დღეს "ვულვზს" ესტუმრება. 

alt"მანჩესტერი" აშკარად გადარჩა - "კაჭკაჭების" ბრწყინვალე თამაში და ფრე "იუნაიტედთან" [VIDEO]

alt"მანჩესტერი" მასში 100 მილიონს იხდიდა, ბებიას ნამცხვრისთვის გოლები გაჰქონდა, ფულზე არ გაიყიდა - იტალიელის ისტორია

alt"იუვენტუსი" "მანჩესტერის" ორი ფეხბურთელით დაინტერესდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით რონალდო და მესი ერთ გუნდში უნდა გადავიდნენ ზაფხულში და ერთი სეზონი ერთად ითამაშონ და ერთად დაასრულონ კარიერა.ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან დიდი საფეხბურთო ერის დასასრული,დარწმუნებული ვარ მთელი დედამიწის ფეხბურთის გულშემატკივრები ფეხზე ადგომით და თვალცრემლიანი გააცილებენ ორივეს მოედნიდან
საზოგადოება
12:23 20-01-2022
3

myquiz

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული