მშვიდად და აუღელვებლად - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში "ლივერპული" "კრისტალ პალასს" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

მერსისაიდელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. გოლები ვირჯილ ვან დეიკმა (8) და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა (32) გაიტანეს.

55-ე წუთზე ოდსონ ედუარდმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 89-ე წუთზე კი ფაბინიომ პენალტის ნიშნულიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, "ლივერპული" 48 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, ლიდერ "სიტის" 9 ქულით ჩამორჩება ("წითლებს" 1 მატჩით ნაკლები აქვთ). შემდეგ მატჩს 10 თებერვალს, "ლესტერის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"კრისტალ პალასი" 24 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში კი (9 იანვარს) "ნორვიჩს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული