"რონალდოს დავუწერე, რომ გვერდზე ბოროტი ქალი ჰყავს" - ჯორჯიანა როდრიგესის ნათესავები სკანდალურ ისტორიას ჰყვებიან

AutoSharing Option
რამდენიმე დღეში Netflix-ის მიერ გადაღებული ფილმის, "მე ვარ ჯორჯიანა" პრემიერა გაიმართება.

იქამდე კი The Sun-თან ინტერვიუში კრიშტიანო რონალდოს მეგობარი გოგონას შესახებ მისმა ბიძამ და ნახევარდამ სკანდალური ამბები გაიხსენეს.

აი, რას იხსენებს ხესუს ერნანდესი, რომელიც ჯორჯიანას ბიძაა:

"ჯორჯიანას შესაძლოა, ჩვენი რცხვენია და თავს ჩვენზე უკეთესად თვლის, რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ ფუფუნებაში, როგორც ის.

მისთვის ცხოვრებაში არაფერი მითხოვია. რონალდოსთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ მან მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ დამირეკა.

იყო პერიოდი, როდესაც ჯორჯიანასა და მისი დისთვის ტანსაცმელს მე ვყიდულობდი, ასევე, ვიხდიდი ელექტროენერგიისა
და წყლის გადასახადს. ის თინეიჯერობის პერიოდში ჩემთან ცხოვრობდა და მისთვის ყველაფერი გავაკეთე".

ჯორჯიანას მამა ხორხე როდრიგესი 2019 წელს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ესპანეთიდან საფრანგეთში კონტრაბანდის გადატანის მცდელობის გამო დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

"არავინ გვითხრა, რომ ხორხე გარდაიცვალა... ამ ამბის გაგების შემდეგ ჯორჯიანასთან დაკავშირება ვცადე... კრიშტიანოს Facebook გვერდზე დავუწერე, რომ მის გვერდზე ყველაზე ბოროტი ქალი იყო და თუ რაიმე დააინტერესებდა, შეეძლო დამკავშირებოდა და მას ყველაფერს მოვუყვებოდი".

ჯორჯიანას საქციელით უკმაყოფილო მისი ნახევარდა პატრისია როდრიგესიც გახლავთ. ის ამბობს, რომ თავისი შვილისთვის კრიშტიანო რონალდოს ავტოგრაფი სურდა და ამ სურვილის შესრულება თავის დას სთხოვა, თუმცა მისგან შემდეგი რამ მოისმინა:

"ჩემი შვილის დაბადების დღე იყო... ჯორჯიანას ვთხოვე, რომ კრიშტიანოსთვის ეთქვა, მაისურზე ჩემი ბიჭისთვის ავტოგრაფი გაეკეთებინა...

მან მითხრა, რომ რონალდოს ვერ შეაწუხებდა, რადგან ის შვებულებაში იყო", - იხსენებს პატრისია როდრიგესი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ ჯეორჯინა
ნონა
02:56 29-01-2022
0
რაშუაშია ფულის გამოძალვა ადამიანმა ავტოგრაფი თხოვა და ზოგიერთი რაღაცას რომ ნახავს ცხოვრებაში ზევიდან იყურება შემდეგ
ნონა
02:53 29-01-2022
0

სიახლეები პოპულარული