ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში "ლივერპული" "ბარნლის" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა (ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო).
მერსისაიდელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ფაბინიომ გაიტანა, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა თავი მე-40 წუთზე გამოიჩინა.
24 გამართული შეხვედრის შემდეგ (1 მატჩი ჩასატარებელი აქვს) 54 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. ლიდერ "სიტისთან" ჩამორჩენა 9 ქულაა, თუმცა გამოტოვებული მატჩის მოგების შემთხვევაში სხვაობა 6 ქულა გახდება და "ქალაქელების" სოლიდური ჰანდიკაპიც საგრძნობლად შემცირდება. რაც შეეხება შემდეგ მატჩს, იურგენ კლოპის შეგირდები 17 თებერვალს (ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში) "ინტერს" ესტუმრებიან, 19 თებერვალს კი, უკვე პრემიერლიგის მორიგ ტურში, "ნორვიჩს" უმასპინძლებენ.
21 ჩატარებული მატჩის შემდეგ "ბარნლიმ" თავი 14 ქულას მოუყარა, რითაც ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს. გასავარდნი ზონის კიდეზე კი 21 ქულით გაძლიერებული "ნიუკასლია". "კლარეტები" მომდევნო შეხვედრას 19 თებერვალს, "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.