Calciomercato-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს, ბერნარდო სილვას, ერთ დღეს მადრიდის "რეალში" თამაში სურს.
წყაროს ცნობით, 27 წლის პორტუგალიელს გასულ ზაფხულს "ატლეტიკოში" გადასვლა შეეძლო, თუმცა, საბოლოოდ, "ქალაქელების" შემადგენლობაში დარჩა. "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის კონტრაქტის გასვლის შემდეგ ნახევარმცველის დამატება დასჭირდება.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის 25 ტურის შემდეგ ბერნარდოს 7 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს.
მომზადებულია championat-ის მიხედვით