ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში "ლივერპულმა" "ლიდს იუნაიტედს" უმასპინძლა და 6:0 გაანადგურა.
მერსისაიდელების მხრიდან პირველ ტაიმში გოლებმა მოჰამედ სალაჰმა (15, 35) და ჯოელ მატიპმა (30) გაიტანეს.
მეორე ნახევარში სადიო მანემ დუბლი (80, 90) შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი ვირჯილ ვან დაიკმა 90+3 წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, "ლივერპული" 60 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 3 ქულით ჩამორჩება, მომდევნო შეხვედრას 27 თებერვალს "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, ინგლისური გრანდები ერთმანეთს EFL თასის ფინალში დაუპირისპირდებიან.
"ლიდსი" 23 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ ტურში კი (26 თებერვალს) "ტოტენჰემს" უმასპინძლებს.