აბრამოვიჩის ეშმაკური სვლა - მმართველობა დათმო, კლუბი კი შეინარჩუნა

AutoSharing Option
რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა როგორც ჩანს, ზეწოლას ვერ გაუძლო და სანქციების შიშით მმართველობა "არისტოკრატების" საქველმოქმედო ფონდს გადასცა, თუმცა ირწმუნება, რომ ეს კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა.

ყველაფერი კი ასე მარტივად არ არის. Forbes-მა გაარკვია, რომ კლუბს საერთო ჯამში აბრამოვიჩის 2 მილიარდი დოლარი მართებს, სანქციების შემთხვევაში კი ამ თანხის დაბრუნება მოუწევს, რისი შესაძლებლობაც არ გააჩნია. ამიტომ აბრამოვიჩის გადადგმული ნაბიჯი დასამშვიდებელი დროებითი სვლაა.

საქველმოქმედო ფონდში 6 წევრია და ჯერ უცნობია, რამდენი ხანი მართავენ ისინი კლუბს, რომლის მფლობელი აბრამოვიჩი 2003 წელს გახდა. მოკლედ, "ჩელსი"
კვლავაც მისი საკუთრებაა, მაგრამ არ მართავს, ან მართავს კიდეც და ეს ყველაფერი მხოლოდ ფარსია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსია რა აფერისტი !
beqa
02:10 27-02-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული