"ჩვენს გუნდს ახალი ფორვარდი სჭირდება..." - პეპ გვარდიოლა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ გუნდს ახალი თავდამსხმელის შეძენა სჭირდება.

"ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს ახალი ფორვარდი სჭირდება.

არ ვეთანხმები საზოგადოებას, ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ფანტასტიკურ ფეხბურთს თავდამსხმელის გარეშე ვთამაშობთ, რადგან უმეტესად ვიმარჯვებთ, თუმცა როცა დასახულ მიზანს ვერ ვაღწევთ გვეუბნებიან, რომ ფორვარდი გვჭირდება.

ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგაში ფორვარდით თამაშია საჭირო" - ციტირებს პეპის სიტყვებს Goal.com-ი.

რაც შეეხება სავარაუდო ვარიანტებს, უკვე დიდი ხანია იწერება ინფორმაცია, რომ "ქალაქელების" ბოსებს ერლინ ჰოლანის ყიდვა სურთ.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბაა, თავდამსხმელი საჭიოროა?
რრრ
13:39 06-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული