უნდა ეჩხუბა და გადაეხვია - რა გააკეთა "ნორვიჩის" ფეხბურთელმა ერიქსენთან ორთაბრძოლის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში "ბრენტფორდი" "ნორვიჩს" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. 

მატჩის 38-ე წუთზე კი მატჩის ერთ-ერთი ყველაზე დასამახოვრებელი ეპიზოდი დაფიქსირდა. 


მასპინძელთა მცველი ბრენდონ უილიამსი კრისტიან ერიქსენთან ორთაბრძოლაში შევიდა, რის შემდეგაც ორივე მოედანზე დაეცა. 

უილიამსი აშკარად საჩხუბრად იყო მომზადებული, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ფეხბურთელი, რომელიც მას ებრძოდა ერიქსენი იყო, გადაეხვია. 

ამ ინციდენტზე ორივე ფეხბურთელმა გაიცინა და თამაში გააგრძელა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული