აბრამოვიჩი მილიარდერებს არ დათანხმდა - რუსი ოლიგარქი "ჩელსის" სანაცვლოდ ბევრს ითხოვს

AutoSharing Option
Independent-ის ცნობით, რომან აბრამოვიჩი ამერიკულ-შვეიცარიულ კონსორციუმს (რამდენიმე მსხვილი ბანკის ან კაპიტალისტის გაერთიანება რაიმე ფინანსური ოპერაციის ერთობლივად ჩასატარებლად) "ჩელსის" მიყიდვაზე არ დათანხმდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენი "არისტოკრატების" სანაცვლოდ 4 მილიარდ ფუნტს ითხოვს, კონსორციუმის შემოთავაზება კი დასახელებულ თანხაზე გაცილებით ნაკლები იყო.

შეგახსენებთ, გაერთიანებაში შედიან ჰანსიორგ უისი (შვეიცარია) და ტოდ ბოელი. კომპეტენტურმა პირებმა ლონდონური კლუბის შესაძენად განცხადება რამდენიმე დღის წინ შეიტანეს.

სხვა დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ვის ხელში გადავა "ჩელსი", ცნობილი მოგვიანებით გახდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული