Sky Sports-ის ცნობით, რომან აბრამოვიჩს ყველანაირი სარგებლის მიღების გარეშე "ჩელსის" გაყიდვისთვის 81 დღე აქვს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, 31 მაისს ოლიგარქს "ლურჯებს" ჩამოართმევენ.
"ჩელსისთან" თანამშრომლობა რამდენიმე სპონსორმა უკვე შეწყვიტა, ამერიკული "ნაიკი" კი ხელშეკრულების გაწყვეტას ფიქრობს.
შეგახსენებთ, 10 მარტს ბრიტანეთის მთავრობამ "არისტოკრატების" მფლობელ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა და აქტივები გაუყინა, მათ შორის, საფეხბურთო კლუბიც.
მომზადებულია championat-ის მიხედვით
"ჩელსი" ჩამოშლის პირასაა - კონტრაქტის გაწყვეტას კიდევ ერთი კომპანია აპირებს
აბრამოვიჩის იმპერია ინგრევა - "ჩელსი" მატჩის წინ ლამის ფორმის გარეშე დარჩა [VIDEO]