ქურდობა, კორუფცია და გატაცება - როგორ გახდა აბრამოვიჩი მილიარდერი?

AutoSharing Option
ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობის გამო რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ინგლისის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ მოყვა. მოგეხსენებათ, ოლიგარქს "ჩელსი" ჩამოართვეს და ბრიტანეთიდანაც გამოაძევეს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ თითქმის მთელი მსოფლიო ერთხმად უკრაინას მხარს უჭერს, პუტინთან დაახლოებულ პირებზე კი ნელ-ნელა ყველაფრის გარკვევა დაიწყეს. BBC-მ დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია, თუ საიდან იშოვა აბრამოვიჩმა ამდენი ფული. საუბარია ქურდობაზე, კორუფციასა და გატაცებაზე.

Sportall.Ge

როგორ გამოიმუშავა აბრამოვიჩმა ამდენი თანხა?

რომანს პირველი კანონდარღვევა 1992 წელს საწვავით დატვირთული ავზის გატაცებით უფიქსირდება. რუს ბიზნესმენს მისი
გაყიდვა და დიდძალი მატერიალური სარგებლის ნახვა სურდა. რუსმა ადვოკატებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ეს ყველაფერი გაურკვევლობა იყო და სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. მაშინ პოლიციას მისი დაკავების ორდერი გადაეცა, თუმცა მას შემდეგ ეს საქმე უკვალოდ გაქრა...

რა თქმა უნდა, ჩამონათვალში კორუფციასაც შეხვდებით. იმისთვის, რომ "გაზპრომის" წილი შეეძინა, პოლიტიკური გავლენა სჭირდებოდა, რუს მილიარდერს კი ეს "პატივი" არ ჰქონდა. ამიტომაც ბორის ბერეზოვსკის (მეორე რუსი ოლიგარქი, აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია თვითონვე დაადასტურა) 10 მილიონი ფუნტი გადასცა, რათა ბორის ელცინის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურისთვის, ალექსანდრ კორჟაკოვისთვის გადაეხადა. 1997 წელს წილის ყიდვა თაღლითობის ბრალდებით იქნა გამოძიებული, თუმცა... ალბათ, თქვენ თვითონვე მიხვდებით... რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერა ჰქონდა და ხელშეუხებელი იყო.

გატაცებაში ბრალდებული...

Slavneft-ის ყიდვაში აბრამოვიჩს წინააღმდეგობას ჩინური კომპანია უწევდა. მეტიც, ოლიგარქის შეთავაზებულ თანხაზე ორჯერ მეტის გაცემისთვის იყვნენ მზად, თუმცა მოსკოვში მყოფი დელეგაციის ერთ-ერთი წევრი გაიტაცეს, მოგვიანებით კი აზიურმა მსხვილმა კომპანიამ Slavneft-ის ყიდვაზე უარი განაცხადა. BBC-ს რუსის ადვოკატებმა განუცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მათ მიერ მოყოლილი ბრალდების დამადასტურებელი ინფორმაცია ყალბი იყო.

ურთიერთობა ალექსანდრა კორენდიუკთან

რუსის პირადი ურთიერთობაც დიდი სკანდალითაა მოცული. საუბარი მიდის, თითქოსდა 25 წლის უკრაინელ მოდელს, ალექსანდრა კორენდიუკს უკვე 1 წელია ხვდება.


Sportall.Ge

სამშაბათს ოლიგარქი ისრაელის აეროპორტში დააფიქსირეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი, რომანი მოსკოვში ჩაფრინდა.

Sportall.Ge

როგორც ჩანს, ლონდონის "ჩელსის" ექსმფლობელს სკანდალური წარსული ჰქონია. რაც შეეხება ინგლისურ გუნდს, "არისტოკრატების" გაყიდვა აბრამოვიჩს 31 მაისამდე შეუძლია.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
აბრამოვიჩმა ინგლისსში მილიარდიანი ინვესტიციები განახორციელა და ლონდონის ჩელსის მრავალი ტიტული მოაგებინა. კიდევ ბევრის გაკეთებას აპირებდა ინგლისური კლუბისათვის, მაგრამ ინგლისის ხელისუფლებამ ხელი შეუშალა ამ გეგმის განხორციელებაში. მოკლედ, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა.
gela
18 ივნისი 2022 19:23
0
რა იცით ამ ევროპამ ნაცრის წაყრა, საბჭოთა მილიარდერების 95% უკანონო რომ არის არ იცოდით, თანაც 90% ებრაელი რომ არის, ილონ მასკი არცერთი არ არის.
სოს
16 მარტი 2022 23:08
0
ეს "არისტოკრატები" საიდან მოგაქვთ? ლონდონში მაგათ "პენსიონერებს" ეძახდნენ (ჩელსის სამხედრო ჰოსპიტალის გამო), 50-იანების შემდეგ "ლურჯებს" ეძახიან.
https://thebeautifulhistory.wordpress.com/clubs/chelsea/
R.K.
16 მარტი 2022 17:09
6
ჩელსისთვის კი ბევრი გააკეთა და შეიყვანა ელიტაში , თურქი ამდენი ვერ დახარჯავს
ჯუბა
16 მარტი 2022 16:50
0
ყველა რუსი ოლიგარქი ამის მზგავს გზა აქვს გავლილი. ზოგი მათგანი მიყუჩებულია ახლაც პიტონივით ბუჩქებში.
G.LA
16 მარტი 2022 16:10
4
ეცლა აბრამოვიჩს მიადგნენ.ქონდა ამ კაცს იმის ტრ..ი და იმიტომ იშოვა ამდენი ფული,თუ გაქვს მიდი და იშოვე და თუ არ გაქვს მაშინ ჩაიგდე ენა.თუ გააძევეს აბრამოვიჩი ინგლისიდან იმიტომ არ ტირის ჩელსი?ფორმებიც აღარ აქვთ სატამაშოდ გასასვლელად.ჯერ სად არიან.
ტატო
16 მარტი 2022 14:23
22
...მერე ახლა მიხვდნენ ამ ყველაფერს?!...
აქამდე არ იცოდნენ?!...
buba
16 მარტი 2022 12:59
2
სხვები სხვანაირად გახდნენ და ხდებიან?
???
16 მარტი 2022 11:49
3
სხვები, ვინ? ცუკერა, მასკი, ჯობსი ბრინი, გეითსი-ხალხს დასდევდნენ დასახოცად და გატაცებებით და რეკეტით შოულობდნენ ფულს?
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
17 მარტი 2022 02:44
0
გენაცვალე, ჯიგარი ხარ!
კოკო
16 მარტი 2022 14:21
1

სიახლეები პოპულარული