გულშემატკივარმა თავი ძელზე მიიბა - უცნაური ამბავი პრემიერლიგაში

AutoSharing Option
პრემიერლიგის დაპირისპირება "ევერტონსა" და "ნიუკასლს" (1:0) შორის იმის გამო შეჩერდა, რომ გულშემატკივარმა მაისურზე წარწერით - "უბრალოდ შეაჩერე ნავთობი" "გუდისონ პარკის" ერთ-ერთ ძელზე თავი მიიბა. სტიუარტებს მისი გათავისუფლება ძალიან გაუჭირდათ და ჭანჭიკები გამოიყენეს.

დაახლოებით 7 წუთის შემდეგ 21 წლის მაყურებელი მინდვრიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. შემაშფოთებელი ის იყო, რომ ახალგაზრდამ კისერზე ელვაშესაკრავის დამაგრება მოახერხა. როცა მამაკაცი გაათავისუფლეს, ის მუხლებზე დაეცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მცდელობა პირველი არაა. ანალოგიური მაისურით გულშემატკივარი "არსენალისა" და "ლივერპულის" შეხვედრაშიც გამოჩნდა, თუმცა მან ძელთან მისვლა ვერ მოახერხა.

მომზადებულია Dailymail-ის
მიხედვით


altმშვენიერი გოლები - "ჰალ სიტიმ" ორბურთიანი სხვაობით მოიგო [VIDEO]

altაბა, დაბერდაო - რონალდოს 59-ე ჰეთ-თრიკი და მსოფლიოს რეკორდი [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ სულელურმა პერფონანსებმა ტვინი წაიღო. დიდიან, პატარიანად ყველა როგორ გაგიჟდა?
?!?!
18 მარტი 2022 15:53
1
მეორედ მოსვლა იწყებაა!
ლუკა
18 მარტი 2022 20:50
0
ყოჩაღ შვილო.
მაყვალა
18 მარტი 2022 12:55
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული