"ბარნლის" ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში "ვესტ ჰემმა" "ბარნლის" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

სტუმართა მხრიდან ანგარიში 33-ე წუთზე ბუტ ვეგჰორსტმა გახსნა. 45+1 წუთზე კორნეტმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და სხვაობის 2 ბურთამდე გაზრდაც ხელიდან გაუშვა.

საბოლოო ანგარიში 74-ე წუთზე ტომას სოუჩეკმა დააფიქსირა.

30-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელი ეშლი ვესტვუდი და "ჩაქუჩების" ნახევარმცველი ნიკოლა ვლასიჩი მოედნის ცენტრში ერთმანეთს ბურთისთვის დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ეშლიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ემოციები იმატებს და ნიკოლამაც ინციდენტი ძალიან განიცადა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენს გამოტოვებს ვესტვუდი, თუმცა, როგორც
ჩანს, დაზიანება მძიმეა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული