მოჰამედ სალაჰმა დუბლი შეასრულა. მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" კარი 5-ჯერ აიღო. განსაკუთრებით ლამაზი მატჩის მე-2 გოლი გამოდგა - სადიო მანემ ეგვიპტელს ბრწყინვალე პასი გაუკეთა. სალაჰმა კოლუმბიელ დიაზს გაატანინა, რომელმაც თავის მხრივ, დე ხეას კარი აიღო და ის შედეგიანი პასით მანემ მოამარაგა.
პირველ წრეში "წითლებმა" მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა და ახლა, რევანშის ნაცვლად, კიდევ ერთი განადგურება ვიხილეთ, 9:0 - ასეთია იურგენ კლოპის გუნდის 2 მატჩის ჯამში მონაგარი.
შეხვედრის მე-7 წუთზე "ენფილდმა" კრიშტიანო რონალდოს, რომელიც დაპირისპირებას ტოვებდა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა - პორტუგალიელ ვარსკვლავს შვილი გარდაეცვალა...
მინიმუმ "მანჩესტერ სიტის" შეხვედრამდე (დღეს, "ბრაიტონთან"), "წითლები" პრემიერლიგას ლიდერობს, 24 აპრილს კი ფრენკ ლამპარდის "ევერტონთან" ისევ საშინაო დერბი ელით. რაც შეეხება "მანჩესტერს", რომელიც 54 ქულით მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის, 23 აპრილს უმნიშვნელოვანეს მატჩში "არსენალს" ესტუმრება.
"ლივერპულის" გულშემატკივრების ღირსეული ინიციატივა
37 წლის რონალდოს ჰეთ-თრიკი - "მანჩესტერი" პორტუგალიელმა იხსნა [VIDEO]