"მანჩესტერ იუნაიტედისა" და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ ახალშობილი შვილის გარდაცვალება დაადასტურა.
მოგეხსენებათ, დღეს, 19 აპრილს, პრემიერლიგის 30-ე ტურში, "წითელი ეშმაკები" "ლივერპულს" ესტუმრება.
მერსისაიდული გუნდის გულშემატკივრებმა სოციალური ქსელის მეშვეობით თამაშზე დამსწრე საზოგადოებას ხმა მიაწვდინეს, რომ მატჩის მიმდინარეობისას, მე-7 წუთზე, ფეხზე წამოდგნენ და ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს აპლოდისმენტები მიუძღვნან. მართალია, კრიშტიანო ხსენებულ შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდის ფან-კლუბისგან მსგავსი ინიციატივა ერთიორად დასაფასებელია.
შეგახსენებთ, რონალდოს მეუღლე ჯორჯინა როდრიგესი ტყუპზე იყო ფეხმძიმედ. მშობიარობის შემდეგ პატარა გოგონა გადარჩა, ბიჭი კი გარდაცვლილი დაიბადა.
"ლივერპულისა" და
"იუნაიტედის" შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ორი დღის წინ,უემბლიზე უღირსი საქციელის მომსწრენი გავხდით სიტის ფანების შესრულებით.15 აპრილი ლივერპულის ისტორიაში მძიმე თარიღია და წუთიერი დუმილის დროს ვიღაცეებმა სიტის ტრიბუნიდან უპატივცემულობა გამოხატეს. ამ გუნდს 5 ფანი ყავს და 4 უღირსი. აქვე უნდა აღინიშნოს,რომ იმ პერიოდშიც და მერეც ევერტონის და იუნაიტედის ფანებმა მხარდაჭერა გამოგვიცხადეს,რაც ასევე დასაფასებელია და ყოველთვის ვაფასებ მსგავს ქცევას. სხვათაშორის,გამომცემლობა ს*ნი თავისი დანაშაულისთვის არავისთვის არის სასურველი სტუმარი ქალაქ ლივერპულში,ევერტონაც ვგულისმობ. მოედანზე და მის გარეთაც ყოფილა ჩხუბები,მაგრამ პატივისცემას ყოვლეთვის გამოვხატავდით ერთმანეთის მიმართ.