"ენფილდი" რონალდოსთვის ამღერდა - გულშემატკივრების ღირსეულ საქციელს ფეხბურთელის და გამოეხმაურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 19 აპრილს, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" (4:0) შეხვედრის მე-7 წუთზე, "ენფილდის" მოედანზე დამსწრე საზოგადოებამ რონალდოს გასამხნევებლად აპლოდისმენტები მიუძღვნა. შეგახსენებთ, კრიშტიანოსა და ჯორჯინას ახალშობილი ბიჭი გარდაეცვალათ...

მერსისაიდული გუნდის გულშემატკივრებმა მე-7 წუთზე ცნობილი You’ll Never Walk Alone შეასრულეს და პორტუგალიელს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მსგავს ღირსეულ საქციელს ფეხბურთელის და, ელმა გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა:

"ლივერპულის გულშემატკივრებო და არამარტო, დიდი მადლობა... ვერასდროს დავივიწყებთ იმას, რაც დღეს მოხდა"

ოქტომბრის თვეში კრიშტიანომ და ჯორჯინამ საჯარო განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ ტყუპს, გოგონასა და ბიჭუნას ელოდებიან, თუმცა
ორიოდე დღის წინ ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა საკუთარ "ინსტაგრამზე" ახალშობილი შვილის გარდაცვალება დაადასტურა:

"დიდი მწუხარებით ვიტყობინებით, რომ ჩვენი ბიჭი გარდაიცვალა. მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება გვაძლევს იმის ძალასა და სიხარულს, რომ ეს გადავიტანოთ.

ექიმებსა და მედდებს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით.

ჩვენ განადგურებულნი ვართ და ამ ძალიან მძიმე დროს კონფიდენციალურობას გთხოვთ. ჩვენი ბიჭი, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. მუდამ გვეყვარები", - წერს კრიშტიანო.

Sportall.Ge

რაც შეეხება გულშემატკივრების ინიციატივას, მერსისაიდული გუნდის ფან-კლუბმა სოციალურ ქსელში შემდეგი მიმართვა გაავრცელა:

"თუ გაგიმართლათ და შეხვედრას ესწრებით, გთხოვთ, რონალდოსთვის და მისი ოჯახისთვის მე-7 წუთზე პატივისცემა გამოხატოთ და აპლოდისმენტებით გაამხნევოთ. გულგატეხილობის პერიოდში მეტოქეობა გვერდით გადადის და ვერთიანდებით. რონალდო, შენ არასდროს იქნები მარტო".

რა თქმა უნდა, მცირედი კომენტარი "ლივერპულის" მწვრთნელმაც, იურგენ კლოპმაც გააკეთა:

"საუკეთესო ეპიზოდი მე-7 წუთი იყო, როდესაც მთელმა მოედანმა ბრწყინვალე საქციელი ჩაიდინა. ცხოვრება მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთი. ეს მატჩის საუკეთესო მომენტი იყო. თანამონაწილენი ვართ რონალდოსა და მისი ოჯახის დანაკარგის" - განაცხადა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

მომზადებულია TheSun-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
და ჩვენთან კიდევ,ერთადერთი იმედის მომცემ ფეხბურთელს ტრიბუნიდან უყვირის-მოტეხე ფეხი...მაგის......
კახა ქ.
18:45 20-04-2022
0
ლივერპული არის ადამიანი
რა მაფიაა?
14:25 20-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული