"ლივერპულმა" "მანჩესტერი" ისევ გაანადგურა - მხარდაჭერა რონალდოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში "ლივერპულმა" პრინციპულ მეტოქეს, "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

მოჰამედ სალაჰმა დუბლი შეასრულა. მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" კარი 5-ჯერ აიღო. განსაკუთრებით ლამაზი მატჩის მე-2 გოლი გამოდგა - სადიო მანემ ეგვიპტელს ბრწყინვალე პასი გაუკეთა. სალაჰმა კოლუმბიელ დიაზს გაატანინა, რომელმაც თავის მხრივ, დე ხეას კარი აიღო და ის შედეგიანი პასით მანემ მოამარაგა.

პირველ წრეში "წითლებმა" მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა და ახლა, რევანშის ნაცვლად, კიდევ ერთი განადგურება ვიხილეთ, 9:0 - ასეთია იურგენ კლოპის გუნდის
2 მატჩის ჯამში მონაგარი.

შეხვედრის მე-7 წუთზე "ენფილდმა" კრიშტიანო რონალდოს, რომელიც დაპირისპირებას ტოვებდა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა - პორტუგალიელ ვარსკვლავს შვილი გარდაეცვალა...

მინიმუმ "მანჩესტერ სიტის" შეხვედრამდე (დღეს, "ბრაიტონთან"), "წითლები" პრემიერლიგას ლიდერობს, 24 აპრილს კი ფრენკ ლამპარდის "ევერტონთან" ისევ საშინაო დერბი ელით. რაც შეეხება "მანჩესტერს", რომელიც 54 ქულით მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის, 23 აპრილს უმნიშვნელოვანეს მატჩში "არსენალს" ესტუმრება.

alt"ლივერპულის" გულშემატკივრების ღირსეული ინიციატივა

alt37 წლის რონალდოს ჰეთ-თრიკი - "მანჩესტერი" პორტუგალიელმა იხსნა [VIDEO]

altკინი: "მანჩესტერი" გუნდი არაა, ეს ცარიელი ადგილია

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიკა ,,ფორმულა 51''-დან: ლივერპულ! ლივერპულ! გ.....ო მანჩესტერს!!! :)))) ისე ვის გახსოვთ ,,ფორმულა 51''? :)
რატი
17:54 20-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული