"ჩელსიმ" ანტირეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
20 აპრილს პრემიერლიგის 25-ე ტურის გადადებული შეხვედრა "სტემფორდ ბრიჯის" მოედანზე გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ჩელსი" და "არსენალი" დაუპირისპირდნენ. მატჩი "მეთოფეების" გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

"არისტოკრატებმა" საკუთარ მოედანზე ზედიზედ მე-3 შეხვედრა წააგო და 1989 წელს დაფიქსირებული ანტირეკორდი გაიმეორა. შეგახსენებთ, "ლურჯები" ჯერ "რეალთან" 1:3 დამარცხდა, შემდეგ "ბრენტფორდთან" 1:4, ახლა კი "მეთოფეებს" ვერაფერი მოუხერხეს და 2:4-იც წააგეს.

ასეა თუ ისე, თომას ტუხელის შეგირდები 62 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფებიან; "არსენალს" 57 ქულა აქვს და მე-4-მე-5 ადგილს "ტოტენჰემთან" იყოფს.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული