ტენ ჰაგი რონალდოზე: სახელები არ მაინტერესებს!

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა, ნიდერლანდელმა ერიკ ტენ ჰაგმა გუნდის ვარსკვლავებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. 

ამსტერდამის "აიაქსის" ამჟამინდელ დამრიგებელს ჰკითხეს, როგორ იმუშავებს კრიშტიანო რონალდოსა და "წითლების" სხვა მაღალი სტატუსის მქონე მოთამაშეებთან. 

"მე ისევ ერიკ ტენ ჰაგი ვიქნები, საკუთარ ხედვას არცერთ შემთხვევაში არ შევიცვლი. 

ფეხბურთელებს ამოცანებს დავუსახავ და თუ მოთამაშეები ამ ამოცანებს თავს ვერ გაართმევენ, ამის შესახებ ჩემგან გაიგებენ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, სახელები არ მაინტერესებს," - განაცხადა ნიდერლანდელმა. 

აქამდე ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ ტენ ჰაგი რონალდოს საკუთარ გეგმებში ვერ ხედავს და
"ეშმაკების" ბოსებს მისი გუნდიდან გაშვება მოსთხოვაო. ჰქონდა თუ არა ადგილი მსგავს საუბარს, ჯერ უცნობია, თუმცა ამ საკმაოდ უხეში და უდრეკი განცხადების შემდეგ, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ჰოლანდიელი რონალდოს თავის გუნდში არ მოიაზრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად ნეიტრალური ან პირიქით, პოზიტიური შინაარსის კომენტარის გაკეთება შეეძლო. 

მომზადებული ფაბრისიო რომანოს ტვიტერის მიხედვით

alt37 წლის რონალდოს ჰეთ-თრიკი - "მანჩესტერი" პორტუგალიელმა იხსნა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
რონალდოს ფანი არ ვარ, მაგრამ მხრებით ათრევს მანჩესტერს ამდენი ხანია, მაგაზე უკეთესი ვინ გყვათ ასე უმადურად რომ უპირებეთ გაშვებას!
Irakli
17:45 23-04-2022
2
შეკითხვაზე:როალანდოსთან როგორ იმუშავებთო-ნახეთ რა პასუხი გასც,რაღაცნაირი უპატივცემულო და ალბათ როლანდოსათვისაც მიუღებელი,მე სახელები არ მაინტერესებსო,ე.ი.ჩემთვის ეგ ფეხბურთელი არაფერს ნიშნავსო,თითქოს ამ ფეხბურთელის მიმართ ბოღმა ამოანთხიაო.
ნიანია ბაკურიანი
20:15 23-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული