პრემიერლიგის 37-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "არისტოკრატები" მე-60 წუთზე მარკოს ალონსომ დააწინაურა. გოლიდან 2 წუთში კრიშტიანო რონალდომ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, 35 გამართული შეხვედრის შემდეგ "წითელი ეშმაკები" 55 ქულით მე-6 ადგილს იკავებს (ჩემპიონთა ლიგის ზონას ჩამოშორდა), მომდევნო შეხვედრას კი 2 მაისს, "ბრენტფორდის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ლურჯებმა" 33 მატჩის შემდეგ თავი 66 ქულას მოუყარა, 1-ელ მაისს კი "ევერტონს" ესტუმრება.