ამასაც ხომ მოხერხება უნდა - ტამპონი შეიყო და ვეღარ გამოიღო

AutoSharing Option
ტრავმა მრავალნაირი არსებობს, მაგრამ ასეთი, ალბათ, არ გაგიგიათ - ინგლისის მეორე ლიგის "ჰარტლპულ იუნაიტედის" ნახევარმცველი მარკ შელტონი 45-ე ტურში "სკანთორპ იუნაიტედთან" თამაშს ყურის პრობლემის გამო ვერ შეძლებს.

BBC-ის ცნობით, 25 წლის შელტონმა ბამბის ტამპონი ყურში ძალიან ღრმად შეიყო. ჰოდა, შეიყო და ვეღარ გამოიღო...

"შელტონი საავადმყოფოშია. როგორც ჩანს, ტამპონი ძალიან ღრმად შეუვიდა, წამოდგომა არ შეუძლია, თავბრუსხვევა აქვს", - თქვა გუნდის მწვრთნელმა გრემ ლიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული