"იუნაიტედი" "ბრაიტონთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის 36-ე ტურში "ბრაიტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

მასპინძლები პირველ ტაიმში მოისეს კაისედოს (15) გოლის წყალობით დაწინაურდნენ, მე-2 ნახევარში "თოლიებმა" 11 წუთიან მონაკვეთში "წითელი ეშმაკების" კარი სამჯერ აიღეს და სხვაობაც გამანადგურებელი გახადეს, თავი მარკ კუკურელამ (49), პასკალ გროსმა (57) და ლეანდრო ტროსარდმა (60) გამოიჩინეს.

ამრიგად, "მანჩესტერ იუნაიტედი" 58 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 22 მაისს, "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ბრაიტონი" 47 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება, 15 მაისს კი "ლიდს იუნაიტედს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ კუკურელას ნეტა ვინმემ უთხრას, რომ თმები შეიჭრას, უბრალოდ საზიზღრად აქვს ვარცხნილობა. ისე ნიჭიერი და სწრაფი ფეხბურთელია.
0
მანჩესტერის გულშემატკივარი ვარ მაგრამ ეს რამდენიმე წელი რაც ხდება მანჩესტერში უბრალოდ ახსნას ვერ ვუძებნი. შემადგენლობა არ ყავს ისეთი რომ მაღალ მიზნებისთვის ვერ იბრძოლოს. ფერგიუსონმა საშუალო დონის ფეხბურთელებით სასწაულება აკეთა და ამათ რა ემართება ვერ ვხვდები. ტიპებს მოტივაცია აქვთ 00000 ამხელა გუნდი მიწასთან გაასწორეს
მაროკო
13:01 08-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული