"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ტოტენჰემის" სათამაშო სტილზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის 36-ე ტურში მერსისაიდელებმა ლონდონელებთან 1:1 ითამაშეს და საჩემპიონო შანსები, ფაქტობრივად, დაკარგეს.
"მამლებს" ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა უმაღლესი დონის გუნდია; ამავდროულად, დაცვაშიც მშვენივრად თამაშობენ. მათ მოახერხეს და "მანჩესტერ სიტი" დაამარცხეს. ასეთ თამაშებში მათი გეგმა მუშაობს, თუმცა ცხრილში მე-5 ადგილს იკავებენ. ასეთი სიტუაციაა, რაც მარტივი სულაც არაა.
ყველაფერს კადრულობენ, თამაშობენ დროზე, რაც ცხოვრებას ართულებს. ჭკვიანური ხრიკია, რაც მათი ოპონენტისთვის რთულია", - განაცხადა "ლივერპულის" მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, მერსისაიდელებს 83 ქულა აქვთ, 10 მაისს "ასტონ
ვილას" ესტუმრებიან, უშუალო კონკურენტ "მანჩესტერ სიტის" კი 86 ქულა აქვს, რომელიც 11 მაისს კი "ვულვზს" დაუპირისპირდება.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით