კევინ დე ბრუინის ბენეფისი - ბელგიელმა "მგლების" კარი 4-ჯერ აიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 11 მაისს, ინგლისის პრემიერლიგაში 33-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. "მანჩესტერ სიტი" "ვულვზს" ესტუმრა და 5:1 დაამარცხა.

"ქალაქელების" მხრიდან კევინ დე ბრუინმა კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბელგიელმა ნახევარმცველმა პირველ ტაიმში მეტოქის კარი მე-7, მე-16 და 24-ე წუთებზე აიღო, მე-2 ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში კევინმა "მგლების" კარი მეოთხედ აიღო.

საბოლოო ანგარიში რაჰიმ სტერლინგმა 84-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, 36 გამართული შეხვედრის შემდეგ "სიტი" 89 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 15 მაისს, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

თავის მხრივ, "ვულვზი" 50 ქულით მე-8
პოზიციას იკავებს, იმავე 15 მაისს კი "ნორვიჩს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული