"ასტონ ვილამ" "ბარსელონასგან" კოუტინიოს კონტრაქტი გამოისყიდა

AutoSharing Option
"ასტონ ვილამ" "ბარსელონადან" იჯარით აყვანილი ფილიპე კოუტინიოს კონტრაქტი 20 მილიონ ევროდ გამოისყიდა, - იტყობინება ბირმინგემული კლუბი თავისი საიტით.

"ასტონ ვილამ" 29 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველს ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა და შეთანხმების თანახმად, შესაძლო შემდეგი ტრანსფერიდან "ბარსელონა" 50%-ს მიიღებს.

ამ სეზონში კოუტინიომ პრემიერლიგის 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის "ბარსამ" 2018 წელს "ლივერპულისგან" 120+40 მილიონად შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კოუ ლივერპულში იყო ძალიან მაგარი, რაც ბარსელონაში გადავიდა მწვრთნელების დამსახურებით,რეგრესი განიცადა. იმედია კოუ ამოქაჩავს იმ დაკარგულ წლებს, რაც ბარსელონაში დაკარგა. საერთოდ ბასელონაში ვინც გადადის, ყველას ერთნაირი სენი ემართებათ როგორც ფეხბურთელები "კვდებიან".
Temo
10:27 13-05-2022
0

სიახლეები პოპულარული