"ლივერპულმა" თასი მოიგო, მაგრამ "რეალთან" მატჩის წინ სალაჰი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის ფინალში "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია და 2006 წლის შემდეგ პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული - ისტორიაში მერვედ.

დაძაბული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი "ლივერპულმა" იმარჯვა.

33-ე წუთზე ტრავმა მიიღო „წითლების“ შემტევმა სალაჰმა და შეცვალეს. ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულად დაშავდა ეგვიპტელი და შეძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალთან“ თამაშს.

კლოპი პირველი მწვრთნელი გახდა, რომლის ხელმძღვანელობით "ლივერპულმა" ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი და ლიგის თასი მოიგო. მან მწვრთნელის რანგში 11 ტიტული მოიგო, მათ შორის
6 ამჟამინდელ გუნდთან ერთად.

"ჩელსი" თასის ფინალში ზედიზედ მესამედ დამარცხდა, რაც ანტირეკორდია.

ლონდონი. „უემბლი“. 84 897 მაყურებელი
ჩელსი - ლივერპული 0:0 (პენ. 5:6)

მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალი მოიგებს!
nika
22:21 15-05-2022
1
naklebi unda ebaqibuqa da axla gainchualincha . nu isedac reali miazingerebs
კუ კობსონი
12:02 15-05-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული