ერიკ ტენ ჰაგმა და მისმა კოლეგებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგნელობის განახლებაზე ფიქრი დაიწყეს.
De Telegraaf-ის ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზადაა ზაფხულში 140 მილიონი ევრო დახარჯოს.
გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს ვარიანტებიც შერჩეული აქვს - იურიენ ტიმბერი ("აიაქსი"), ენტონი ("აიაქსი") და ფრენკი დე იონგი ("ბარსელონა").
ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "კრისტალ პალასის" შეხვედრას დაესწრება. მატჩი 22 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
მომზადებულია sports-ის მიხედვით