"მანჩესტერ სიტის" თამაშის ყურებას მირჩევნია საბავშვო არხებს ვუყურო..." - ჯორდან ჰენდერსონი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა SKY SPORT-თან ინტერვიუში პრემიერლიგაში მისი უშუალო კონკურენტის, "მანჩესტერ სიტის" შესახებ ისაუბრა.

"მათი სათამაშო სტილი საყურებლად არასანახაობრივია. მირჩევნია ვუყურო საბავშვო ან სხვა გასართობ არხს" - განაცხადა ინგლისელმა.

როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის გასამართი ფინალის წინ "ლივერპულის" კაპიტანი კარგ განწყობაზეა. შეგახსენებთ, ფინალური შეხვედრა 28 მაისს გაიმართება, სადაც მერსისაიდული გუნდი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

ამასთანავე, გეტყვით იმასაც, რომ "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" 22 მაისს პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრას ჩაატარებენ, იურგენ კლოპის შეგირდები "ვულვზს" უმასპინძლებენ, "ქალაქელები" კი - "ასტონ
ვილას". "წითლები" საკუთარ თავზე დამოკიდებულები არ არიან, ამ მომენტისთვის ჩამორჩენა 1 ქულაა ("სიტის" 90 ქულა აქვს, "ლივერპულს" - 89). თუ სტივენ ჯერარდი თავის შეგირდებთან ერთად პეპ გვარდიოლას და მანჩესტერულ გრანდს ქულას მოჰპარავს, მაშინ, მერსისაიდელების გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერლიგის ტიტულს "ლივერპული" დაისაკუთრებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული