ფეხბურთი მთელი სიდიადით - "სიტიმ" თამაში 6 წუთში შემოატრიალა და პრემიერლიგა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის ბოლო ტური ჩატარდა და ჩემპიონიც გაირკვა.

"მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზე "ასტონ ვილასთან" 76-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ შემდეგ 6 წუთში 3 გოლი გაიტანა, გაიმარჯვა და უკანასკნელ 5 წელში მეოთხედ, ისტორიაში კი მერვედ გახდა ჩემპიონი. "ქალაქელთა" მწვრთნელმა გვარდიოლამ მეოთხედ მოიგო პრემიერლიგა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ფერგიუსონს აქვს, რომლის ხელმძღვანელობით "მანჩესტერი" ცამეტჯერ გახდა ჩემპიონი.

"ლივერპულმა" სახლში "ვულვერჰემპტონი" 3:1 დაამარცხა და მეორე ადგილს დასჯერდა.

მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "ჩელსი" და "ტოტენჰემი" იასპარეზებენ, ევროპა ლიგაზე მონაწილეობას "არსენალი" და "მანჩესტერი" მიიღებენ,
ხოლო კონფერენს ლიგაზე - "ვესტ ჰემი".

მანჩესტერი. "ეტიჰადი"
მანჩესტერ სიტი - ასტონ ვილა 3:2
გოლები: 0:1 კეში (37), 0:2 კოუტინიო (69), 1:2 გიუნდოგანი (76), 2:2 ერნანდესი (79), 3:2 გიუნდოგანი (82)

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ვულვერჰემპტონი 3:1
გოლები: 0:1 პედრო ნეტო (3), 1:1 მანე (24), 2:1 სალაჰი (84), 3:1 რობერტსონი (89)

სხვა მატჩები

არსენალი - ევერტონი 5:1
ბრენტფორდი - ლიდსი 1:2
ბრაიტონი - ვესტ ჰემი 3:1
ბარნლი - ნიუკასლი 1:2
ჩელსი - უოტფორდი 2:1
კრისტალ პალასი - მანჩესტერი 1:0
ლესტერი - საუთჰემპტონი 4:1
ნორვიჩი - ტოტენჰემი 0:5

მკითხველის კომენტარები / 6 /
აქამდე ჯერ ამხელა ფასი ბურთისკენ მოქნეულ არცერთ ფეხს არ ქონია, როგორც დღეს აქვს, თან პანდემიემ ხოსაერთოდ დაასამარა პურის ფასი, სანახაობის ი სასწაულად გაიზარდა. მიდი ჭიჭიკია მიაწექი და შენია დადიანის გოჭის თავი, შენიიიი!
კ ო მ ბ ლ ე
17:00 23-05-2022
5
შეიძლება ვცდები, მაგრამ "ასტონ ვილას" დაცვა თამაშის ბოლოს ძალიან ინერტული იყო.
მერაბი
15:49 23-05-2022
1

სიახლეები პოპულარული