"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო დარწმუნებული არაა, რომ ინგლისში დარჩება.
As-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას არ მიესალმება და არ სურს, უკანასკნელი სეზონები უტიტულოდ გაატაროს.
თავდაპირველად შემტევი მზად იყო ერთი სეზონი უარი ეთქვა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლაზე, თუმცა კონკურენტების გაძლიერების ფონზე მიაჩნია, რომ "წითელი ეშმაკები" მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს.
შეგახსენებთ, 37 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში 39 მატჩში 24 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით