მაგუაიერი "მანჩესტერში" დარჩება, თუმცა... - ტენ ჰაგმა გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ჰარი მაგუაიერი მომავალ სეზონშიც "ოლდ ტრაფორდზე" იბურთავებს.

გუნდის ახალ მწვრთნელს, ნიდერლანდელ ერიკ ტენ ჰაგს მისი იმედი აქვს, თუმცა, მისივე გადაწყვეტილებით, ინგლისელი მცველი კაპიტნის სამკლავურს დაკარგავს.

გასულ სეზონში მაგუაიერმა 30 პრემიერლიგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

ის "იუნაიტედმა" 2019 წელს 87 მილიონ ევროდ "ლესტერიდან" შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული