
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ პორტუგალიელი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" აბარგებას აპირებდა, თუმცა, Sky Sports-ის ცნობით, კრიშტიანო "ოლდ ტრაფორდზე" რჩება.
რონალდო ივლისის დასაწყისში ჩავა მანჩესტერში და გუნდთან ერთად მომავალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.