უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი მიიჩნევს, რომ იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა გადატვირთული კალენდრის გამო არ უნდა წუწუნებდნენ.
"მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" მწვრთნელებმა არაერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ მათ გუნდებს ბევრი მატჩის ჩატარება უწევთ.
"ფიფასა და უეფაზე თავდასხმა ყოველთვის ადვილია, მაგრამ ყველაფერი მარტივადაა. თუ ცოტას თამაშობთ, თქვენ ნაკლებ ფულს გამოიმუშავებთ.
თუ ვინმე უნდა იყოს უკმაყოფილო, ეს ქარხნის მუშები არიან, რომლებიც თვეში 1000 ევროს იღებენ", - ციტირებს ჩეფერინს "გაძეტა დელო სპორტი".