"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა

AutoSharing Option
30 წლის ასაკში ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ინგლისელი შუახაზელის ბოლო კლუბი დანიური "ორჰუსი" გახლდათ, სადაც გასულ სეზონში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

უილშირი საფეხბურთო საზოგადოებამ "არსენალიდან" გაიცნო, სადაც 2008-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა. მას კარიერის განმავლობაში ასევე "ბორნმუთის", "ვესტ ჰემისა" და "ბოლტონის" ფორმაც მოურგია.

ჯეკმა ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურა 34 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთელი კი არა მოსიარულე ტრავმაა
dato
09 ივლისი 2022 13:51
0
წელი აღარ მახსოვს, არსენალმა მოიგო ძალიან მაგარ ბარსას 2:1 და ამის თამაში იყო იდეალური. ჩავი ინიესტა ორივე გააქრო მოედნიდან სრულად დაჯაბნა. განმწორებით თამაშში ვანპერსი გააგდეს უაზრობის გამო და ბარსა წვალებით გაიყვანეს პოლუფინალში.
Lebron
09 ივლისი 2022 13:33
0
არშავინმა გაიტანა მეორე გოლი
ლუკა
09 ივლისი 2022 21:13
0
რა მაგარი იყო ვილშერი
ლშა_იუვენტინო
09 ივლისი 2022 00:13
1

სიახლეები პოპულარული