ჯეკ უილშირმა ფეხბურთელის კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა და 3 დღეში მწვრთნელად დანიშნეს.
უილშირი "არსენალის" 18-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში.
ის "არსენალის" აღზრდილია, ამ გუნდში 2008-18 წლებში თამაშობდა, აგრეთვე, "ბორნმუთში", "ბოლტონში", "ვესტ ჰემსა" და "ორჰუსში" ასპარეზობდა.
უილშირმა ინგლისის ნაკრებში 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა.