გერმანელ თავდამსხმელს პრემიერ ლიგაში დარჩენის ვარიანტიც გამოუჩნდა. ინგლისური პრესის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილს ფინანსურად მოძლიერებული "ნიუკასლი" გამოთქვამს.
ამას გარდა, ჟურნალისტი ეკრემ კონური წერს, რომ ვერნერის თავის რიგებში ხილვა ტურინის "იუვენტუსსაც" სურს, ვისაც თავდასხმის ხაზში პრობლემები აქვს. ტიმოს დაბრუნებით მისი ყოფილი გუნდი "ლაიფციგიცაა" დაინტერესებული.