11-წლიანი სიყვარულის დასასრული - შმეიხელმა "ლესტერი" დატოვა და კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
AutoSharing Option
35 წლის მეკარე კასპერ შმეიხელმა "ლესტერი" დატოვა და კარიერას "ნიცაში" განაგრძობს. ფრანგული კლუბი დანიელი კიპერის სანაცვლოდ, ბონუსების გამოკლებით, 1 მილიონ ევროს გადაიხდის და მას 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
შმეიხელი "ლესტერში" 2011 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა და კლუბთან ერთად ისტორიული სეზონის ერთ–ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ, როდესაც "მელიებმა" პრემიერლიგა მოიგო.
გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 53 შეხვედრაში ითამაშა და 79 გოლი გაუშვა.